14 Απριλίου, 2026

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღდგომის საზეიმო მსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა (ფოტოქრონიკა)

Διαδώστε:

წელს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის საზეიმო მსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა; იქ, სადაც დიდ პატრიარქებთან ერთად განისვენებს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

ლიტურგიას მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, ბატონი კახა კალაძე და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

წირვის შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღდგომის მნიშვნელობაზე იქადაგა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

Διαδώστε: