15 Απριλίου, 2026

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა (ფოტოქრონიკა)

Διαδώστε:

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს.

დღეს, 14 აპრილს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სადღესასწაულო ლიტურგია მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლინა. თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი შიო (ლომიძე) და სხვა სასულიერო პირები.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

Διαδώστε: