დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა.
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და სხვა გარდაცვლილთა სულთა საოხად დიდი პანაშვიდი აღავლინა.
თანამსახურებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მრევლს ქადაგებით მიმართა.
ფოტო: ნინო სოზაშვილი