10 Απριλίου, 2020

სასულიერო პირებს კოვიდ-19 ინფექციაზე აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ

Διαδώστε:

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია.

ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რატომ მოხვდნენ აგრესიული ტესტირების სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალში სასულიერო პირები.

მისი თქმით, პროტოკოლის ცვლილება დაკავშირებულია რისკების შეფასებასა და ეპიდემიის განვითარებასთან.

„ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია, პირველ რიგში, რისკების შეფასებათან და, რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან“, – განაცხადა გახარიამ.

 

dogma.ge

Διαδώστε: