13 Οκτωβρίου, 2022

საქართველოს ეკლესიამ ეკუმენურ მართლმადიდებლურ-ანგლიკანურ დიალოგში მონაწილეიბა მიიღო

Διαδώστε:

საერთაშორისო მართლმადიდებლურ-ანგლიკანური ეკუმენური დიალოგი 2022 წლის 8-10 ოქტომბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა.

მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლებისა და ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენლების დიალოგს მასპინძლობს ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი იერონიმე მეირე

წლევანდელ დიალოგში მოდერატორებად არჩეულნი იყვნენ ბელგიის მიტროპოლიტი ათენაგორა (მსოფლიო საპატრიარქო) და ირლანდიის ემერიტის არქიეპისკოპოსი რიჩარდი

ეკუმენურ დიალოგში როგორც გასულ წლებში წელსაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ რომელსაც ათენში წარმოადგენდა პროტოპრესვიტერი დეკანოზი გიორგი (ზვიადაძე)

მიტროპოლიტმა ათინაგორამ დახვედრისთვის უნეტარეს იერონიმეს მადლობა გადაუხადა, მან უნეტარესს აცნობა, რომ ყოველწლიურად იმართება დიალოგის კომიტეტის პლენარული სხდომა ანგლიკანურ ზიარებასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.

„ისტორიული მტკიცებულებებით ვიცით, რომ უკვე ხუთასი წლის წინ იყო არაფორმალური დიალოგი ამ ეკლესიებს შორის“ აღნიშნა მიტროპოლიტმა ათინაგორამ და ასევე დასძინა: „მაგრამ მას შემდეგ რაც დავიწყეთ როდოსში და შემდეგ შამბეზში პანმართლმადიდებლური შეხვედრები, მართლმადიდებელმა ეკლესიამ განიხილა რომ შესაძლოა სასარგებლო იყოს ფორმალური დიალოგი ანგლიკანურ ზიარებასთან!”

მოგვიანებით სიტყვა წარმოთქვა ანგლიკანმა მთავარეპისკოპოსმა რიჩარდმა და მადლობა გადაუხადა უნეტარეს იერონიმეს განსაკუთრებული პატივისთვის, ასევე ისაუბრა კომიტეტის მუშაობასა და მისიაზე, რომელსაც მისი თქმით, სამი განსხვავებული განზომილება აქვს.

პირველი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი უფლის მცნება „ina pantes en osi“, რომელიც არ არის შემთხვევითი, არამედ არსებითი მცნება, რომელიც გვიხელმძღვანელებს!

ასევე სხვადასხვა ფაზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, წარმოადგენს მეორე განზომილებას, რომლის მეშვეობითაც ვსწავლობთ რა გვაერთიანებს, რას ვიზიარებთ.

რაც უფრო მეტს ვსწავლობთ რა გვაერთიანებს და რას ვიზიარებთ, მით უფრო მეტად ვაცნობიერებთ, რომ სიყვარული, რომელიც გვაერთიანებს, არის ჭეშმარიტი და ავთენტური.”

შეხვედრის დასასრულს აღევლინა ეკუმენური ლოცვა სადაც ერთად ილოცეს ანგლიკანმა და მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა.

ეკუმენურ დიალოგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ეკლესიებმა:

მსოფლიო საპატრიარქო

ალექსანდრიის საპატრიარქო

იერუსალიმის საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო

სერბეთის საპატრიარქო

რუმინეთის საპატრიარქო

კვიპროსის ეკლესია

ელადის ეკლესია

ალბანეთის ეკლესია

wenews.ge

Διαδώστε: