18 Μαρτίου, 2026

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (18.03.2026)

Διαδώστε:

უდიდესი გულისტკივილითა და ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ 17 მარტს, საღამოს, 22:10 საათზე, ღვთივ განისვენა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ.

ამასთან დაკავშირებით, 18 მარტს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ, 16:00 საათზე, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.

 

sazu.ge

Διαδώστε: