17 Νοεμβρίου, 2021

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აგრძელებს შეხვედრების ციკლს სხვადასხვა აქტუალური საკითხის თაობაზე

Διαδώστε:

დღეს, 16 ნოემბერს, საპატრიარქოში გამართული მორიგი შეხვედრა ჰუმანურ პედაგოგიკას მიეძღვნა.
შეხვედრას უძღვებოდა ბატონი შალვა ამონაშვილი – აკადემიკოსი, პედაგოგი და ფსიქოლოგი.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები, სასულიერო პირები და სხვა სტუმრები.
შეხვედრაზე იმსჯელეს ჰუმანიზმის რაობაზე, ჰუმანური პედაგოგიკის არსსა და მნიშვნელობაზე, მის ქრისტიანულ საფუძვლებსა და ქრისტიანული თვალთახედვით გაანალიზებაზე, თავის მხრივ კი, ქრისტიანობის უმთავრესი ღირებულებების პედაგოგიკაში გამოყენებაზე. საუბარი ასევე შეეხო პედაგოგიკისა და თანამედროვე გამოწვევების ურთიერთმიმართებას, სასულიერო პირისა და მასწავლებლის როლს ბავშვისა და მოზარდის ცხოვრებაში.
შეხვედრის დასასრულს გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი და ამ მართულებით დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Διαδώστε: