საქართველოს საპატრიარქომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას გადასცა საღვთისმეტყველო შინაარსის წიგნები, სასწავლებლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი ეს წიგნები გადაეცათ წარჩინებულ სტუდენტებს.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის კურთხევით შაბათი დღე წიგნის კითხვის დღედაა გამოცხადებული. საქართველოს საპატრიარქოსა და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ეს ერთობლივი ღონისძიებაც ერთგვარი გამოხმაურებაა წიგნისადმი უწმინდესისა და უნეტარესის განსაკუთრებული დამოკიდებულებისა.
მსგავსი ღონისძიებები შემდგომისთვისაც იგეგმება.
