05 Νοεμβρίου, 2021

სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია მოკლეს, მიტროპოლიტმა გრიგოლმა პანაშვიდი აღავლინა [ფოტო]

Διαδώστε:

2021 წლის 3 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე სახლში, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლე ზვიად გამსახურდია მოკლეს, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სამღვდელო დასსთან ერთად აღავლინა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდის სულის საოხი პანაშვიდი.

მიტროპოლიტმა გრიგოლმა დღესვე მოილოცა ხსენებული სახლის გვერდით მდებარე წმიდა მართალი ლაზარეს აღდგინების სახელობის ახალაგებული ტაძარი, რომლის კურთხევა ჯერ არ აღსრულებულა.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ფოთისა და ხობის ეპარქიის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

Διαδώστε: