25 Οκτωβρίου, 2022

საჯარო ლექციათა ციკლი

Διαδώστε:

ა/წ 27 ოქტომბერს, 14 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მე-8 აუდიტორიაში სასულიერო სემინარიის (თეოლოგიის პროგრამა, ბაკალავრიატი) სტუდენტებისთვის გაიმართება შეხვედრა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ვახტანგ გოილაძესთან. ბატონი ვახტანგი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,მეფთა ცხოვრების“ ბედი და მასთან დაკავშირებული საქართველოს ისტორიის პრობლემები. დასწრება თავისუფალია სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაც.

tsas.ge

Διαδώστε: