№5 (ქალთა) დაწესებულების მსჯავრდებულთათვის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა ქართველი გმირების თემატიკაზე სპექტაკლი წარმოადგინეს. ჯაზ-კვარტეტის მონაწილეობით ქალი პატიმრებისთვის რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შესრულდა.
ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით ჩატარდა.
წარმოდგენას დაწესებულების თანამშრომლები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს იმ აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებასა და რეინტეგრაციაში დაეხმარება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia