28 Φεβρουαρίου, 2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება სამშვიდობო ლოცვისათვის

Διαδώστε:

უკრაინასა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო საქართველოს ყველა ეკლესიაში ა.წ. 27 თებერვალს, კვირას, წირვის შემდეგ, გადახდილ იქნას პარაკლისი მშვიდობისათვის. მრევლს და სამღვდელოებას კი ეძლევა ლოცვა-კურთხევა მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერებისა.

ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს უკრაინა და მთელი მსოფლიო.

ყოვლადწმინდა დედაღვთისამ თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს.

patriarchate.ge

Διαδώστε: