19 Φεβρουαρίου, 2024

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

Διαδώστε:

ა.წ. 18 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე მიიღო.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს.

ეკლესიის მეთაურმა დალოცა ბ-ნი ირაკლი კობახიძე და წარმატებები უსურვა ქვეყნის აღმშენებლობაში.

patriarchate.ge

Διαδώστε: