„მადლობა პროექტში ჩართულ ყველა სასულიერო პირს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შრომობენ სკოლებში „ღირებულებითი კლუბების“ დაარსებისა და შედეგიანი ფუნქციონერებისათვის“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III „ღირებულებითი განათლების“ პროექტის მონაწილე სასულიერო პირების შესახებ
…მადლობა პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს, რათა „ღირებულებითი განათლება“ სკოლაში იყოს ის მნიშვნელოვანი საგანი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს სკოლის მოსწავლის ფასეულობებისა და მისი, როგორც ღირსეული და კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებაში.
მადლობა ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და პროექტში ჩართულ ყველა სასულიერო პირს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შრომობენ სკოლებში „ღირებულებითი კლუბების“ დაარსებისა და შედეგიანი ფუნქციონერებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში მათ გამოავლინეს განსაკუთრებული ერთგულება და სიყვარული ეკლესიის მიმართ. მოგეხსენებათ, უწმინდესის საფლავთან განუწყვეტლივ აღევლინებოდა პანაშვიდები, დაწესებული იყო მორიგეობა, ხოლო დაკრძალვისა და შემდგომი საეკლესიო პროცესების ორგანიზებაში მათ დიდი პასუხისმგებლობითა და თავდადებით მიიღეს მონაწილეობა.
კიდევ ერთხელ გულითად მადლობას გიხდით ყველას თავდაუზოგავი მსახურებისა და შრომისთვის, რომელიც გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს სამშობლოს და ეკლესიას მომავალშიც ეყოლება ქრისტეს რწმენის ერთგული, სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებზე აღზრდილი მოქალაქეები.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!
