08 Απριλίου, 2020

“ფორმულა”: კორონავირუსი სტიქაროსანს დაუდასტურდა

Διαδώστε:

ტელეკომპანია “ფორმულა” ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსნის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ იუწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კვირის წირვას ესწრებოდა.

ინფორმაციას იმ ტაძარში ადასტურებენ, სადაც ინფიცირებული მსახურობს. ტაძრის მესანთლე ამბობს, რომ აბიტურიენტი, რომელიც მათთან სტიქაროსანია, ეკლესიაში მრევლთან ერთად იმყოფებოდა.

“ჩვენი ტაძრის სტიქაროსანია, არის ძალიან კარგი ბავშვი. კვირას წირვის დროს, შემოირბინა, შემოვარდა ტაძარში და მალევე გავიდა”,-აცხადებს მესანთლე.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინფექცია დაუდასტურდა სტიქაროსნის დედას და ბაბუასა.

 

dogma.ge

Διαδώστε: