ამა წლის 20 სექტემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.
მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზები: დავით მარგველაშვილი, პეტრე გაბუნია და მარტინე კახიძე.
გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზები: იოანე ხელაძე, კონსტანტინე სულაბერიძე და სერაპიონ სოფრომაძე.
ოქროს ჯვრის ტარების უფლებითა და დეკანოზის ხარისხით დაჯილდოვდნენ:
მღვდლები: იოანე გრიგოლაშვილი და ანასტასი ლაკვეხელიანი.
ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
მღვდელ-მონაზვნები: კვიპრიანე (სოხაძე), საბა (ჩეჩელაშვილი), ევაგრე (ერისთავი) და კონსტანტინე (აბდალაძე).
