05 Φεβρουαρίου, 2026

ღირებულებითი განათლების კლუბების გაცნობითი შეხვედრა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის საჯარო სკოლებისთვის

Διαδώστε:

მიმდინარე წლის 4 თებერვალს გაიმართა ღირებულებითი განათლების კლუბების გაცნობითი შეხვედრა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის საჯარო სკოლებისთვის, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ანი კუდუხაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში სკოლების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ღირებულებითი განათლების კლუბების მიზნებზე, საქმიანობის ფორმატზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც კლუბები მოსწავლეებს სთავაზობენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არაფორმალური განათლების როლს, მოსწავლეებში ზნეობრივი, მოქალაქეობრივი და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების განვითარებას, აქტიური ჩართულობისა და დიალოგზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობას.

გაცნობითი შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები კლუბების მუშაობასთან დაკავშირებით.

მადლობა ყველა სკოლას და მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის!

ღირებულებითი განათლების კლუბები აგრძელებენ განვითარებას და გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

sazu.ge

Διαδώστε: