ამა წლის 3 ივნისს ყვარლის კულტურის სახლში ნეკრესელ მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და სხვა სასულიერო პირები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საღამოზე ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები შესრულდა.
ფოტო: ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია