28 Απριλίου, 2023

შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სატელეფონო საუბარი მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

Διαδώστε:

27 აპრილს შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სატელეფონო საუბარი მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს წინამძღვართან, ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარეს მთავარეპისკოპოს სტეფანესთან.

ორი ეკლესიის წინამძღვრებმა ერთმანეთს მიულოცეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღსასწაული. ძმური საუბრის პროცესში, რომელიც ძმური სიყვარულისა და ურთიერთგაგების თბილ ატმოსფეროში წარიმართა, განხილულ იქნა მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული ვითარება და ორმხრივი ინტერესის შემცველი სხვა საკითხები.

mospat.ru/ge 

Διαδώστε: