10 Μαΐου, 2022

ჩვენ ვაფასებთ და გვიყვარს საქართველო”- მსოფლიო პატრიარქი ქართველ ბავშვებს

Διαδώστε:

2022 წლის 3 მაისს, კოსტანტინეპოლში არსებული ქართული სამრევლოს ბავშვები ესტუმრნენ ყოვლადუწმინდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს, მსოფლიო პატრიარქმა ქართველი ბავშვები დალოცა და გამამხნევებელი სიტყვით მიმართა:

„მე მიყვარხართ თქვენ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი შვილები ხართ, არამედ განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქართველები ხართ. ჩვენ ვაფასებთ და გვიყვარს საქართველო. გვიყვარხართ და კვალაც გვეყვარებით, და განვაგრძობთ თქვენს თანადგომასა და მზრუნველობას“

wenews.ge

Διαδώστε: