28 Φεβρουαρίου, 2021

ჯუკანოვიჩი პატრიარქ პორფირესგან მთაშავეთში არსებული განხეთქილების გადაჭრას ელის

Διαδώστε:

მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა, სერბეთის ახლადარჩეული პატრიარქისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანაში არსებული საეკლესიო განხეთქილება გადაწყდება მთაშავეთის ეკლესიისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებით, რასაც წარსულში არაერთხელ ითხოვდა.

“ჩვენ განსაკუთრებით ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, თქვენს წმინდა მისიაში, საღმრთო კანონებისა და ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად, შეიტანთ საკუთარ წვლილს განხეთქილების გადალახვაში მთაშავეთის მართლმადიდებელ მორწმუნეებს შორის”, – დაწერა ჯუკანოვიჩმა მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბოლოს, მილო ჯუკანოვიჩის მიერ მხარდაჭერილმა მონტენეგროს საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო სკანდალური “კანონი რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების, რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის 650 -ზე მეტი რელიგიური ობიექტის ჩამორთმევას. დისკრიმინაციულმა კანონმა მორწმუნეების მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლებიც თითქმის მთელი გასული წლის მანძილზე გრძელდებოდა.

სახალხო მღელვარების ფონზე, პროსაპრეზიდენტო მონტენეგროს სოციალისტ-დემოკრატების პარტიამ წააგო საპარლამენტო არჩევნები და იძულებული იყო გადასულიყო ოპოზიციაში. ხელისუფლებაში მოსულმა ჯუკანოვიჩის მოწინააღმდეგეებმა გააუქმეს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დისკრიმინაციული, სკანდალური კანონი.

 

— წყარო: https://bit.ly/3szePLD / https://bit.ly/3e586VZ / nikodimoscentre.ge

Διαδώστε: