მსოფლიო საპატრიარქოს ამერიკის სამთავარეპისკოპოსოს მეთაურის, მთავარეპისკოპოს ელპიდოფოროსისა და წმიდა სინოდის განჩინებით დაიწყო მზადება ახალი მართვა-გამგეობის დებულების შექმნისთვის.
“ეკლესიამ მორწმუნე მრევლს მოუწოდა განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (e-mail) გააგზავნონ წერილი თუ როგორი უნდა იყოს მათი აზრით ახალი მართვა-გამგეობის დებულება (რა მითითებები და შენიშვნები აქვთ), რაც ხელს შეუწყობს მორწმუნე მრევლის მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან საქმეში, როგორც ეს მრავალი საუკუნის განმავლობაში ხდებოდა, რადგან მრევლი ეკლესიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მრევლის გარეშე სასულიერო პირის არსებობა აზრს დაკარგავდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
