20 Ιουνίου, 2022

ამერიკის სლავური მართლმადიდებლური ვიკარიატის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ალექსანდრე ეპისკოპოსად გამოირჩიეს

Διαδώστε:

15 ივნისს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომაზე ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის თავმჯდომარეობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნიკოპოლის ეპისკოპოსად აერჩიათ ამერიკის სლავური მართლმადიდებლური ვიკარიატის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი (ბელია), რომელიც ამერიკის მსოფლიო საპატრიარქოს სამთავარეპისკოპოსოს დაექვემდებარება.

არქიმანდრიტ ალექსანდრეს საეპისკოპოსო კურთხევა 30 ივლისს მაიამის (ფლორიდა) წმინდა მატრონას საკათედრო ტაძარში გაიმართება.

არქიმანდრიტი ალექსანდრე დიაკვნად და მღვდლად რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიაში (ROCOR) ეკურთხა, მაგრამ რამოდენიმე წლის წინ იგი მისი სამრევლოებითა და სასულიერო პირებით მსოფლიო საპატრიარქოს შეუერთდა.

wenews.ge

Διαδώστε: