15 Ιανουαρίου, 2021

ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქი თავს კარგად გრძნობს – საპატრიარქოში მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების წესებს

Διαδώστε:

საპატრიარქოში მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების წესებს – ტარდება დეზინფექცია, ტესტირება, ვინც მოდის, პირბადე უკეთია. ამიტომ, შესაბამისი მდგომარეობაა. მადლობა ღმერთს, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„მხოლოდ მდივან-რეფერენტია იზოლაციაში. მას დაუდგინდა და მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს კოვიდინფექცია. მადლობა ღმერთს, სხვა ყველა ჯანმრთელია. კი, იყო პროგნოზები და მოლოდინი, რომ მაინცდამაინც, აქ მოხდებოდა აფეთქება, მაგრამ დღეს ისეთი მდგომარეობაა, დღეში 4 ათასი ადამიანი ავადდება, შესაძლებელია, ეკლესიაშიც მოხდეს რაღაც. ამჯერად, ყველაფერი კარგადაა“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

imedinews.ge

Διαδώστε: