01 Νοεμβρίου, 2022

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია

Διαδώστε:

2022 წლის 31 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, პროფ. თენგიზ ირემაძემ და პროფ. ლალი ზაქარაძემ.
მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი 5 კურსდამთავრებულს გადაეცა.
ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი გადაეცათ შემდეგ კურსდამთავრებულებს:
▪ ლია ბოლქვაძე, სამაგისტრო ნაშრომი: „სახელმწიფოს მოწყობის მოდელი ახალი დროის ქართულ ფილოსოფიაში (ალექსანდრე ამილახვარი)“;
▪ ქრისტინე სალუქვაძე, სამაგისტრო ნაშრომი: „თანასწორობის თანამედროვე იდეა და მისი საწყისები ადრექრისტიანულ ფილოსოფიაში“;
▪ გიორგი ქავთარაძე, სამაგისტრო ნაშრომი: „ღირსი ალექსი (შუშანია) – ბერი-ფილოსოფოსი“;
▪ ვახტანგ ჯიჯიეშვილი, სამაგისტრო ნაშრომი: „ღმერთის არსებობის არგუმენტები და იონა ხელაშვილის ქრისტიანული მეტაფიზიკა“.
ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი გადაეცა:
▪ ნინო კახიანს, სამაგისტრო ნაშრომი: „გრიგოლ ნოსელი და ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძვლები“.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი / New Georgian University

 

Διαδώστε: