ახალი საქართველოს უნივერსიტეტში დასრულდა ოქსფორდის უნივერსიტეტის ემირიტუსი პროფესორის რიჩარდ სუინბერნის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც 25 მაისს გაიმართა მისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია, ხოლო 26 მაისს დისკუსია სტუდენტებთან.
28 მაისს, შედგა უნივერსიტეტის პროფესორების შემაჯამებელი შეხვედრა პროფ. სუინბერნთან. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა გამართული ღონისძიებები და დაისახა პროფ. სუინბერნთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, მათ შორის მისი წიგნების ქართულად თარგმნის პროექტი.
30 Μαΐου, 2023
ახალი საქართველოს უნივერსიტეტში დასრულდა ოქსფორდის უნივერსიტეტის ემირიტუსი პროფესორის რიჩარდ სუინბერნის ვიზიტი
Διαδώστε:

Διαδώστε: