უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, ქობულეთის საერთაშორისო სკოლა-ბანაკ „სამშობლოში“ ორი კვირით (ივლისსა და აგვისტოში) დასასვენებლად მოწვეული იქნა 200 უკრაინელი მოზარდი მშობლებთან ერთად.
ბანაკში, გარდა დასვენებისა, ისწავლება ქართული ენა, საქართველოს ისტორია, ცეკვა, სიმღერა, ეწყობა ექსკურსიები და სპორტული შეჯიბრებები.
თანადგომისთვის მადლობას ვუხდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ბიზნესმენებს: თემურ ჭყონიას, ზაზა გოგოტიშვილსა და თენგიზ ბაკურიძეს.
ღმერთმა მშვიდობა ჰყოს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში!
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
