24 Απριλίου, 2025

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

Διαδώστε:

ამა წლის 20 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა:

ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ბესარიონ ბერიძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

ბათუმის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ბასილ ბოლქვაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;

ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი სევერიანე ტუღუში დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანულის წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი თეკლა (ბურჯანაძე) აღყვანილია იღუმენიას ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

sazu.ge

Διαδώστε: