23 Σεπτεμβρίου, 2026

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) სამადლობელი წერილი პატრიარქს

Διαδώστε:

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

მადლობას მოგახსენებთ პირადად ჩემი, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით იმ მწყემსმთავრული კურთხევის, სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც თქვენ მოგვანიჭეთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ყოფნისას.

ჩვენი ეპარქია ისტორიულია, სადაც ქრისტეს სარწმუნოება იქადაგეს იესო ქრისტეს მოწაფეებმა – ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ. წმინდა მატათა ღვთივგანისვენებს აჭარაში, კერძოდ გონიოს ციხეში.

თქვენი გულთბილი ვიზიტი წინამორბედი პატრიარქების მადლმოსილების გაგრძელებაა.

ვიმედოვნებთ, რომ ხშირად გაგვახარებთ თქვენი სტუმრობით.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი

sazu.ge

Διαδώστε: