07 Οκτωβρίου, 2020

ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტა

Διαδώστε:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებით 2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები.
შესრულებულია შემდეგი სახის სამუშაოები :
* მოეწყო ფლეთილი ქვის თარო-კარნიზი ადგილობრივი ქვით , ასევე – კირდუღაბის ფენა კრამიტის ქვეშ.
* სახურავი გადაიხურა ქართული კრამიტით კირდუღაბზე.
* ფასადებსა და ინტერიერში ამოიგოზა ქვის ნაკერები სპეცკირხსნარით.
* მოეწყო ხის კარ-ფანჯარა
ლითონის ელემენტებით, სარინელი კი კლდის ფლეთილი ქვით.
სოფელ ბრეძას წმინდა მარინეს ეკლესია დარბაზული ტიპისაა და ადრე შუა საუკუნეებს განეკუთვნება (7,2X4,75 მ), იგი მოზრდილი ფლეთილი და რიყის ქვებითაა ნაგები. აფსიდა ნახევარწრიულია. მას ვიწრო სარკმელი და ორი ნიში აქვს. გადახურულია კამარულად. მასზე მოხატულობის კვალი შეიმჩნევა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდლა :შპს “ბედეკი WESTI ”


heritagesites.ge

Διαδώστε: