15 Ιανουαρίου, 2021

გაიკეთა თუ არა კათალიკოს-პატრიარქმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა?

Διαδώστε:

ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადება, რომლის თანახმად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირსა და მაღალჩინოსანს.

ამ დრომდე საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან აღნიშნულზე განცხადება არ გაკეთებულა, ვაქცინა გაიკეთა თუ არა თავად მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამ დრომდე უცნობია, ასევე უცნობია წმინდა სინოდის რომელმა წევრებმა აიცრეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვქცინით.

 

wenews.ge

Διαδώστε: