დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ გუშინ, გვიან ღამით, 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) და ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მეუფის ხსოვნა.
მისი ცხედარი დღეს, 5 ნოემბერს, დასვენდება სიონის საკათედრო ტაძარში და სამი დღის მანძილზე გადახდილ იქნება პანაშვიდები, წირვები კი დაიწყება 9:00 საათზე.
გამოსვენება შედგება შაბათს, 14:00 საათზე, დაკრძალვა კი, – ქოშიგორას მონასტერში, იქ, სადაც მეუფე სერაფიმე ბოლო დროს მოღვაწეობდა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
