29 Μαρτίου, 2024

გასვლითი ლექცია ანჩისხატში

Διαδώστε:

გასვლითი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიის სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ქრისტიანული ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელის, ქ-ნ რუსუდან ვაშალომიძის ინიციატივით, თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექცია ქართული ხელოვნების ისტორიაში ანჩისხატის ტაძარში ჩაუტარდათ.

ქ-ნმა რუსუდანმა ისაუბრა ტაძრის ისტორიაზე, არქიტექტურასა და მოხატულობაზე, სარესტავრაციო სამუშაოების მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ ტაძრის პირვანდელი სახის აღდგენა-შენარჩუნებისთვის რესტავრატორები უნდა ითვალისწინებდნენ ძველი ჩანახატების, ფოტოებისა და ანაზომების მონაცემებსაც.
ლექცია სტუდენტებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მათ მოისმინეს და ვიზუალურად აღიქვეს ტაძრის შესახებ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციები.

tsas.ge

Διαδώστε: