14 Οκτωβρίου, 2019

გიორგი გახარია – სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის, მცხეთა კი ქართული ისტორიის სიმბოლო

Διαδώστε:

სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, მცხეთა კი არის ქართული ისტორიის სიმბოლო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სვეტიცხოველში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ამბიონიდან მოქალაქებისთვის მიმართვა.

„დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და მცხეთა არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს. ჩემთვის დიდი პატივია დღეს მქონდეს საშუალება აქედან მოგილოცოთ, გილოცავთ,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება.

Διαδώστε: