24–26 აგვისტოს სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების პროგრამის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადება გაიმართა.
გადამზადებაში მონაწილეობდნენ:
ხორნაბუჯისა და ჰერეთის, ნეკრესის, ბოდბის, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიების სასულიერო პირები.
გადამზადების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის, არაფორმალური განათლებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ღირებულებით და ცხოვრებისეულ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის.
გადამზადებული სასულიერო პირები სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბებს გაუძღვებიან და მოზარდებთან შეხვედრებს არაფორმალური განათლების ფორმატში წარმართავენ.
პროგრამის მიზანია სკოლებში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ღირებულებებზე დაფუძნებული გარემოს გაძლიერება.