გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით იმართება.
მორიგი საღამოს თემა, რომელიც 2023 წლის 4 ივნისს სანზონის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ტაძარში გაიმართა, გახლდათ ,,რელიგია და მეცნიერება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ეპოქაში”.
ფოტო: ნინო სოზაშვილი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
