13 Ιουλίου, 2023

გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები

Διαδώστε:

გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ,,იცანი” ორგანიზებით იმართება.
მორიგი საღამო-წარმოდგენა, რომელიც 2023 წლის 10 ივლისს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასთან არსებულ „ჯარის ბანაკში” გაიმართა, წმინდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Διαδώστε: