19 მარტს – დიდი მარხვის მესამე კვირას ჯვრისთაყვანისცემის კვირა ეწოდება. ის უკავშირდება ჯვრის თაყვანისცემას, რომელიც ძველ დროში დაწესდა მორწმუნეთა სულიერი ძალის შესანარჩუნებლად მარხვის შუაგულში.
ის გვახსენებს, რომ სწორედ ჯვარია ჩვენი გადარჩენის მთავარი იარაღი, რომ ის არის სიმბოლო არა მხოლოდ ქრისტეს გამომსყიდველი სიკვდილისა, არამედ მისი დიდებული აღდგომისა, რომელმაც სამოთხის გზა გაუხსნა ყველას, ვინც მზად არის მიჰყვეს ქრისტეს.
წმინდა მამათა მიხედვით, ასევე, ჯვრის გამოსახულება მოწმობს, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ჩვენივე ჯვრის ტარებაა და წინ არის ვნების კვირა, რომელსაც მარხვით მივყავართ.
შაბათ, საღამოს მსახურებისას, ტაძრის შუაგულში ყვავილებით მორთულ ჯვარს გამოაბრძანებენ, რომელსაც სასულიერო პირები და მრევლი თაყვანს სცემს.
