ქალკედონის მიტროპოლიტის აღსაყდრების ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის წევრები, მოწვეული სტუმრები, საბერძნეთისა და თურქეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მორწმუნე მრევლი.
აღსაყდრების დასასრულს ქალკედონის მიტროპოლიტმა ემანუელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ოთხ ენაზე მიმართა: ბერძნულად, თურქულად, ინგლისურად და ფრანგულად.
შეგახსენებთ, მიტროპოლიტ ემანუელის წინამორბედი ქალკედონელი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ათანასე მხილებულ იქნა მძიმე საეკლესიო კანონიკურ დანაშაულში, რის გამოც ქალკედონის კათედრიდან გადააყენეს. მიტროპოლიტი ათანასე პენსიაზე გაუშვეს მღვდელმოქმედების უფლებით.
ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელის აღსაყდრების ვიდეოკადრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.facebook.com/ecumenicalpatriarchate/videos/438775940676732/
