“მე არ დავუშვებ მღვდელებმა შეითავსონ ექიმების მოვალეობა”, – განაცხადა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ტრიკალის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა საახალწლო საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდგომ სიტყვით გამოსვლისას და ამავე დროს სამიტროპოლიტოს მღვდლებს სთხოვა, რომ ფრთხილად იყვნენ ამიერიდან ყველა განცხადების დროს.
“არ გამოხვიდეთ და არ უთხრათ ხალხს ვაქცინა გაიკეთეთ ან არ გაიკეთოთ, ეს თქვენი საქმე არ არის”, – მიმართა მღვდლებს მეუფე ქრიზოსტომოსმა.
“ჩვენ, მღვდლებს არავინ გვთხოვს სამედიცინო კვალიფიკაციას… მღვდლები უნდა იყვნენ მზადყოფნაში სულიერ საკითხებთან და ექიმები კი – მედიკამენტებთან”, – განაცხადა მღვდელმთავარმა.
“უნდა მოხდეს თუ არა ვაქცინის მიღება, მხოლოდ ექიმს უნდა მოუსმინოთ და გააკეთოთ ის, რასაც იგი გირჩევთ”, – დასძინა ტრიკალის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა.
