09 Απριλίου, 2025

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეპარქიის სასულიერო პირი დააჯილდოვა

Διαδώστε:

ამა წლის 7 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ეხვაია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

sazu.ge

Διαδώστε: