04 Φεβρουαρίου, 2022

თურქეთის მთავრობამ ტრაპიზონის სუმელას მონასტერი ღამის კლუბად გადააკეთა [ვიდეო]

Διαδώστε:

ტრაპიზონის ღვთისმშობლის სახელობის სუმელას ისტოირული მონასტერი თურქეთის მთავრობის ნებართვით ღამის კლუბად გადაკეთდა. არსებულ ვიდეომასალაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მონასტრის ცენტრში მოეწყო სპეციალური ადგილი, სადაც განთავსდება მუსიკალური აპარატურა და მუსიკოსები ელექტრო მუსიკას დაუკრავენ.

ცნობილია, რომ აქამდე აღნიშნული მონასტერი მხოლოდ მუზეუმად ფუნქციონირებდა, დღეიდან კი ისტორიული მონასტერი ღამის კლუბიც იქნება.

ტრაპიზონის თურქული ტურისტული კომპანიები აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ამ გზით სუმელას მონასტერში გაიზრდება ტურისტების რაოდენობა.

Διαδώστε: