კვიპროსის მთავრობამ კვიპროსის სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწოდა აღდგომის ღამეს ტაძრებში საღმრთო ლიტურგიაზე მხოლოდ ის ადამიანები დაუშვას, ვინც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინითაა აცრილი
კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ კვიპროსის მთავრობას ერთი წინადადებით მიმართა:
“თქვენ არ შეწუხდეთ! თქვენ არა, მაგრამ მე ნამდვილად გადავწყვეტ, ვინ შეუშვა და ვინ არა ეკლესიაში”.
შეგახსენებთ, უნეტარესი ქრიზოსტომოსი ფაიზერის ვაქცინის ორივე დოზით აცრილია. ის არც ვაქცინაციის და არც რეგულაციების წინააღმდეგია, მაგრამ მოცემულ შეთავაზებაზე მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და არ გაითვალისწინა სახელმწიფოს შეთავაზება.
