26 Φεβρουαρίου, 2021

იერუსალიმის პატრიარქი უკრაინის საკითხზე ხელახალი შეხვედრის შეთავაზებით გამოდის

Διαδώστε:

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III -მ ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს გაუგზავნა წერილი, სადაც მოუწოდებს ახალი შეხვედრისკენ უკრაინის საკითხის გადასაჭრელად.

“ერთი წლის წინ ჩვენ შევიკრიბეთ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, რათა განგვემტკიცებინა ჩვენი ძმური კავშირები სიყვარულის დიალოგში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობისათვის. ორდღიანმა ლოცვამ და ძმურმა განხილვამ მოგვცა კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე, გავყვეთ ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების გზას და ერთად ვუპასუხოთ ჩვენ წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას… ამ წელს იმედით ველით ნათელ დღეებს, ვიხსენებთ ჩვენს ერთობლივ მოვალეობას შევიკრიბოთ ლოცვისთვის და ძმური ურთიერთობისათვის. ვლოცულობთ, რომ ეს შესაძლებელი გახდეს მიმდინარე წელს. კვლავაც დავუჭერთ ერთმანეთს მხარს ლოცვით და მოვძებნით გზებს, რომლებიც ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შეძლებენ მოუტანონ იმედი, კურთხევა და სიხარული”.

პატრიარქმა ასევე მოუწოდა საერთო მსახურების მოლოდინით ილოცონ მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთვის და სხვა მართლმადიდებელი წინამძღვრებისთვის.

 

— წყარო: https://bit.ly/2NEph5C – nikodimoscentre.ge

Διαδώστε: