17 Ιουνίου, 2022

იერუსალიმის საპატრიარქომ ჯვრის მონასტერში უმაღლესი თეოლოგიური სასწავლებლის გახსნა დააანონსა

Διαδώστε:

2022 წლის 15 ივნისს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარესი პატრიარქ თეოფილე მესამეს თავმჯდომარეობით იერუსალიმის პენტარქიული საყდრის წმინდა სინოდის რეგულარული სხდომა ჩატარდა.

განხილული საკითხები ეხებოდა საპატრიარქოს სამოძღვრო და ადმინისტრაციულ საკითხებს, სხვა საკითხებთან ერთად გადაწყდა ჯვრის მონასტრეში საღვთისმეტყველო სასწავლებლის აღდგენა.

ამის გამო წმინდა სინოდმა ჯვრის მონასტრის წინამძღვრად სიონის მთის საპატრიარქო სკოლის დირექტორი არქიმანდრიტი მათე დანიშნა, რომელსაც დაევალა საბერძნეთის თეოლოგიურ სასწავლებლებთან თანამშრომლობით მონასტრის აღდგენის მისია. აქვე შეიქმნა სამკაციანი კომიტეტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს თეოლოგიური სასწავლებლის დაარსების პროცედურას.

wenews.ge

Διαδώστε: