03 Αυγούστου, 2022

ილიაობა დღეს საქართველო გუდაურში გარდაცვლილთ გამოემშვიდობა

Διαδώστε:

როგორც ვიუწყებოდით, ილიაობა დღეს, 2 აგვისტოს, სამების საკათედრო ტაძარში მოხდა გადმოსვენება გუდაურში გარდაცვლილი 8 ადამიანისა. წირვა აღავლინა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან (გამრეკელი) და სამღვდელოებასთან ერთად. ლიტურგიის შემდეგ შესრულდა წესის აგება და პანაშვიდი.

ტრაგიკულად დაღუპულებს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, პოლიტიკოსებმა, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, სამღვდელოებამ და მრევლმა.

მეუფე შიომ (მუჯირი) გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი გადასცა.

patriarchate.ge

Διαδώστε: