28 Σεπτεμβρίου, 2020

იოსებ ალავერდელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ალავერდის საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება ჩატარდა

Διαδώστε:

28 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ალავერდის საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

მთელი ღამის განმავლობაში ლოცვას, ადგილობრივთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მრევლიც ესწრებოდა.

იოსებ ალავერდელი 13 ასურელ მამას შორის იყო, რომლებიც საქართველოში მეექვსე საუკუნეში შემოვიდნენ. იოსებ ალავერდელი იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავერდის ტაძარია. იოსებ ალავერდელი ალავერდის ტაძარშია დაკრძალული.

 

1tv.ge

Διαδώστε: