21 Νοεμβρίου, 2019

ის რომ ლოცულობდა, ისეთი მადლი გადმოდიოდა, მე თუ ფეხები მქონდა და დედამიწაზე ვიდექი, ვეღარა ვგრძნობდი

Διαδώστε:

მონაზონი მარიამი იხსენებს:

„მე მაშინ 27 წლის ვიქნებოდი, მამა გაბრიელი კი 27-30 წლისა, დავდიოდით დანგრეულ ეკლესიებში, რომ წირვა-ლოცვები დაგვეყენებინა, ამბობდა: აქ საძირკველი რადგან გაჭრილია, მისი მცველი ანგელოზი აქ ზის და თითქმის ტირისო, აქ ხომ არავინ მოდის და მოდი, ჩვენ დავაყენოთ წირვა-ლოცვებიო.
ის რომ ლოცულობდა, ისეთი მადლი გადმოდიოდა, მე თუ ფეხები მქონდა და დედამიწაზე ვიდექი, ვეღარა ვგრძნობდი, არც გვციოდა და არც გვშიოდა.
ხელებს აღაპყრობდა და საქართველოზე გადმოსცვივდებოდა თვალებიდან დიდი ცრემლები.“

 

 


karibche.ambebi.ge

Διαδώστε: