ამ წუთამდე უკრაინას საჯაროდ სოლიდარობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და წმინდა სინოდის წევრმა ექვსმა მღვდელმთავარმა გამოუცხადა, სამწუხაროდ დუმილს ინარჩუნებს მღვდელმთავართა უმრავლესობა.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე – ,,უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, თორემ ის მსოფლიო ტრაგედიად იქცევა!”
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები – ,,სოლიდარობა უკრაინელ ძმებს”
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი – ,,ვლოცულობ მშვიდობისთვის, რუსეთი ოკუპანტია”
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი – ,,მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ გვერდში დავუდგეთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინელებს”
ბოდბის მთავარეპისკოპოსი იაკობი – ,,დღეს არა მარტო უკრაინა არამედ მთელი მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშეა, სიმტკიცეს ვუსურვებ უკრაინელ ხალხს”
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი – ,,სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს”
ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსი საბა – ,,საჯაროდ ვგმობ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან შეჭრას უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში!”
