09 Φεβρουαρίου, 2026

იწყება სამოცდამეცამეტე ეტაპი პატრიარქის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა

Διαδώστε:

იწყება სამოცდამეცამეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.

საკონტაქტო ტელეფონები:

593 90 08 10
558 65 11 59
593 46 45 71

sazu.ge

Διαδώστε: